Ending Soon! Save 33% on All Access

ახალი ლიბერთი ქალთა გაძლიერებისთვის ლიბერთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების მხარდაჭერას აგრძელებს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიბერთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტარტაპ ბიურომ, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) გოგოების ჩართულობის შესახებ PechaKucha Night Tbilisi-ს მე-17 ღონისძიებას უმასპინძლა.

PechaKucha Nights არის შეხვედრების სივრცე, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ წამოწყებული ღონისძიება დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში PechaKucha Nights 2011 წლიდან ტარდება.

წლევანდელი ღონისძიების მიმდინარეობისას, ICT ინდუსტრიაში დასაქმებულმა ქალებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებსაც გოგოები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აწყდებიან. ბიზნესში წარმატების მიღწევის 5 სტრატეგიის შესახებ საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა ბიზნეს მენტორი და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრენერი ლინდა პერეირა, რომელიც ამ სფეროში არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს.

ლიბერთის რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი, ლოლიტა რურუა საზოგადოების წინაშე, სხვა სპიკერებთან ერთად, თავისი ისტორიით წარსდგა: ,,PechaKucha Night Tbilisi საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ქალებისა და გოგოების თანასწორი კარიერული შესაძლებლობებით უზრუნველყოფა. მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება ლიბერთის მხარდაჭერით ჩატარდა. მეც შევეცადე წარმედგინა ჩემი ისტორია, როგორც ლიბერთის მონაცემთა მეცნიერის ჩართულობა მნიშვნელოვან პროექტებში და მესაუბრა, გენდერულ თანასწორობაზე ინდუსტრიაში. ვფიქრობ, აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა ტექნიკური მიმართულებებით ქალთა ჩართულობის სტიმულირებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის, რათა სტერეოტიპების გავლენის გარეშე, ყველამ თანაბრად შეძლოს აირჩიოს და აკეთოს საქმე, რომელიც ნამდვილად უყვარს" - ლოლიტა რურუა, ეკონომიკის მაგისტრი და ლიბერთი რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა