Ending Soon! Save 33% on All Access

მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა edX სექტემბრიდან 40-ზე მეტი კურსით ამოქმედდება პირველი კურსი, რომლითაც ESx.ge ხდება ხელმისაწვდომი, არის MiniMBA - პირველი სრულად ავტომატიზებული კურსი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე შექმნილი განათლებისა და მეცნიერების პლატფორმა ESx.ge სექტემბრიდან 40-ზე მეტი ახალი, საერთაშორისო კურსით დაიწყებს ფუნქციონირებას. MiniMBA, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიური სამართლის, ციფრული მედიის და სხვა მრავალი ინდუსტრიის შესახებ, ვიდეო გაკვეთილების და ლექციების, რიდერების, პრეზენტაციების, სამეცნიერო პუბლიკაციების, პოდკასტების და სხვა სახით ხდება ხელმისაწვდომი.

გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმაზე ESx.ge, მასალას და კურსებს წარადგენენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და გამომცემლობები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები. ESx.ge-ს სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტებულია აქტიური, საერთაშორისო დონის მეცნიერებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ პლატფორმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოლიტიკას, თემატიკას და სტანდარტს.

პირველი კურსი, რომლითაც ESx.ge სექტემბრიდან ხდება ხელმისაწვდომი, არის MiniMBA - პირველი სრულად ავტომატიზებული კურსი საქართველოში. კურსი განხორციელდება ციფრული ტექნოლოგიებით და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების გამოყენებით, ადამიანური რესურსის სალექციო პროცესში მონაწილეობის გარეშე. კურსი აერთიანებს მოდულებს მენეჯმენტის, ინოვაციური მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც გაუძღვება AI ავატარი - პირველი, ქართულენოვანი ციფრული ლექტორი. ავატარის მიერ წარიმართება ლექციები, სასემინარო აქტივობები შესაბამისი დავალებებით, ჩატარდება ვებინარები. ავტომატიზირებული კურსის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომელიც აღრმავებს აღნიშნულ სფეროებში თეორიულ ცოდნას და მონაწილეს უვითარებს პრაქტიკულ უნარებს წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სრული კურსის წარმართვა ტრენერის მონაწილეობის გარეშე, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ხდება.

ESx.ge პლატფორმაზე ეტაპობრივად გაიხსნება უნიკალური კურსები ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულირების მიმართულბით: ელ.ვაჭრობის სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, ხელოვნური ინტელექტის სამართალი, ინტერნეტ სამართალი და ა.შ. რომელიც ქართულ ენაზე მომხმარებლისთის პირველად ხდება ხელმისაწვდომი და განკუთვნილია არა მხოლოდ იურისტებისთვის, არამედ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პირთათვის.

ESx.ge პროექტის პარტნიორები არიან: ბიზნესის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი და BTU AI, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პალიტრა ჯგუფი და გამომცემლობა პალიტრა L, კომპანია სილქნეტი და სილქTV, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა