Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირბადეების საწარმო ''ჯეომასკი'' ფართოვდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა კომპანია ,,ჯეომასკთან'' პარტნიორობა დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ფინანსური მხარდაჭერა საკერავი დანადგარის შესაძენად, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს პირბადეების წარმოების ზრდას. ეს კი პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკერავი დანადგარი 3 შრიან სამედიცინო პირბადეებს აწარმოებს. აღნიშნულ პროექტზე 370 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ კომპანია ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

„საქართველოს ბანკმა პანდემიის პრევენციის მიზნით არაერთი ღონისძიება განახორციელა. სწორედ ამ სამოქმედო გეგმის ნაწილია პირბადეების ადგილობრივად წარმოების ხელშეწყობაც. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ჯეომასკი" მნიშვნელოვან როლს ითამაშებს COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენც, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტი ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს პირბადეების აპარატების მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებას, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის პირბადის შეძენა/ტარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში",- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს