მუსიკის საგულდაგულოდ შერჩეული აპლიკაცია ყურადღების გამახვილებაში დაგეხმარებათ Focus@Will-ის საგულდაგულოდ შერჩეული ფლეილისტი ყურადღებას გაგიმახვილებთ და გაცილებით სწრაფად და უკეთ შეძლებთ მუშაობას
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
![](https://assets.entrepreneur.com/content/3x2/2000/20190716081949-mus.jpeg)
ალბათ ყურსასმენებს იკეთებთ, როდესაც ოფისში მეტისმეტად დაკავებული ხართ, რომ სხვადასხვა ფაქტორმა არ გაგიფანტოთ ყურადღება. მიუხედავად ამისა, სიმღერები, რომლებიც საკუთარი, 9-დან 5-მდე პერიოდის პლეილისტისთვის გაქვთ შერჩეული, თქვენი შრომის ნაყოფიერებას ნამდვილად არ ზრდის.
მუსიკის გარკვეული ჟანრები სხვებზე უკეთ ამახვილებს ყურადღებას და მუშაობის ეფექტურობასაც ზრდის. Focus@Will-ს ისეთი არხები აქვს, რომლებიც მეცნიერულადაა ოპტიმიზებული და ყოველი წუთის მაქსიმალურად გამოყენებაში გეხმარებათ, რომელსაც სამუშაო მაგიდასთან ატარებთ.
ამ მუსიკალურ სერვისს 50-ზე მეტი არხი აქვს, რომლებიც ისეა შედგენილი, რომ ყურადღება გაგიმახვილოთ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ Focus@Will თქვენს ყურადღებას აუმჯობესებს და შრომისუნარიანობას 400 პროცენტით ზრდის.
დროს ბევრად უკეთ გამოიყენებთ, თუ ყურსასმენების დახმარებით ყოველდღიურად გაიმახვილებთ ყურადღებას. ამ არხზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენას შეძლებთ − ambient იქნება ეს, alpha chill, focus spa თუ კლასიკური ფორტეპიანო. სამუშაოს შესრულებისას მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ და თქვენი პროექტის დასრულებასაც დროულად შეძლებთ.
Focus@Will ბევრი კომპანიის ფავორიტია. მათ შორის Apple, Microsoft, SpaceX და Amazon.