''ტურიზმის ორგანიზაცია'' - ცვლილებებით ახალი მიზნებისკენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
![](https://assets.entrepreneur.com/content/3x2/2000/1647282480-image-safe-zone-check.jpg)
საქართველოში ტურიზმის მიმართულებით წამყვან ტრენინგცენტრს „ტურიზმის ორგანიზაცია", ახალი გუნდი ჩაუდგება სათავეში, რომელსაც თორნიკე ფურცელაძე უხელმძღვანელებს. ცენტრის ცნობით, თორნიკე მანამდე ორგანიზაციის ტრენერი და პროექტების მენეჯერი გახლდათ.
„განვითარება, წინსვლა, სიახლეები − ეს არის ის ღირებულებები, რაც ჩვენი ტრენინგცენტრისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით კი პრიორიტეტული გახდა პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოს ახალი დღის წესრიგით უწევს ცხოვრება", − აცხადებენ „ტურიზმის ორგანიზაციაში", − „შევძელით პანდემიის პერიოდში სწრაფი ადაპტირება ბაზარზე და საკუთარი ჩვეული საქმიანობა უჩვეულო ფორმატით − ონლაინ გაგვეგრძელებინა. მოვახერხეთ ხარისხის შენარჩუნება და ტრენინგების ღირებულების მკვეთრად შემცირება, რათა რთულ პერიოდში ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის ინდუსტრიის განვითარებაში".
აღსანიშნავია, რომ ტრენინგცენტრის გუნდისა და ხელმძღვანელობის ცვლილებას მოჰყვა არსებული სიტუაციის/ბაზრის შესწავლა და ამჟამად, ტრენინგცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ტრენინგებს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდით (როგორც ონლაინ, ასევე სააუდიტორიო) სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა:
- ტურიზმი სოფლად
- შემყვანი ტურიზმი
- სასტუმროს მენეჯმენტი
- გიდის მოსამზადებელი კურსი
- ზოგადი ტურიზმის მენეჯმენტი
დამატებითი ინფორმაციისთვის www.to.edu.ge
გარდა ტრენინგებისა, ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს ცენტრი სთავაზობს შემდეგი სახის მასტერკლასებს:
- გრანტები და პროექტები ტურიზმში
- გასტრონომიული ტურიზმი
- ღვინო და ღვინის ტურიზმი საქართველოში
- გასვლითი მასტერკლასები რეგიონებში, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას